სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ააქტიურებს.
მიმდინარე წლის 3 თვეში უწყებამ 600-ზე მეტი კვების ობიექტი შეამოწმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 24 ობიექტში, რომელთაგან თბილისში 14 მდებარეობს, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, იგულისხმება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ თემაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანა გემაზაშვილმა ისაუბრა.