მთავარიმსოფლიოწელს დედამიწის დღესთან დაკავშირებული საერთაშორისო კამპანია პლასტმასის გამოყენების შემცირებას ემსახურება

წელს დედამიწის დღესთან დაკავშირებული საერთაშორისო კამპანია პლასტმასის გამოყენების შემცირებას ემსახურება

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საერთაშორისო კამპანიაც პლასტმასის გამოყენების შემცირების შესახებ. გარემოსდამცველები და ექსპერტები პლასტმასით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ.

კოლორადოს უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო 100 წლის განმავლობაში პლასტმასის წარმოება თითქმის 19 000%-ით გაიზარდა. პლასტმასის დიდი რაოდენობით მოხმარების შედეგად, მიკროპლასტიკა უკვე ადამიანის ფილტვებსა და სისხლის პლაცენტებშიც აღმოაჩინეს. შესაბამისად, ეკოლოგები მოქალაქეებს პლასტმასის გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ყოველწლიურად იმაზე მეტ პლასტმასს ვაწარმოებთ, ვიდრე ადამიანების უმეტესობას წარმოუდგენია. ჩვენ ვაწარმოებთ 400 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასს. ბოლო 100 წლის განმავლობაში წარმოება თითქმის 19 000%-ით გაიზარდა. მეცნიერების შეფასებით, ჩვენს ორგანიზმში დაახლოებით საკრედიტო ბარათის ზომის ოდენობის პლასტმასა შედის. მიკროპლასტიკა უკვე ადამიანის ფილტვებსა და სისხლის პლაცენტებშიც აღმოაჩინეს. ჩვენ ძალიან სწრაფად შევეჩვიეთ პლასტმასის მოხმარებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ სწრაფადვე შეგვიძლია გადავეჩვიოთ მას. გავიაზროთ რომ მისი მოხმარება ნამდვილად არ არის ღირებული. სულ მცირე, უფრო ნაკლებად გამოვიყენოთ პლასტმასა. მნიშვნელოვანია, რომ მისი შემცვლელი იოლად ვიპოვოთ, რომ უფრო მეტად ჯანმრთელად ვიცხოვროთ”, – ამბობს კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფაედრა პეზულო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend