სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი ანგარიშის მიხედვით, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში სამხედრო ხარჯები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ცივი ომის ბოლო წელს.
2023 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა ორ ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ხარჯებთან შედარებით 6.8%-ით მეტია. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ზრდაა. ანგარიშის თანახმად, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდის ამგვარი ტენდენცია დიდწილად საპასუხო რეაქციაა რუსეთის მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდაზე. 2023 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები 24%-ით გაიზარდა.
Who were the top 5 military spenders in 2023?
1. United States 🇺🇸
2. China 🇨🇳
3. Russia 🇷🇺
4. India 🇮🇳
5. Saudi Arabia 🇸🇦Together, they accounted for 61% of world military spending.
New @SIPRIorg data out now ➡️ https://t.co/rgGBBkgFPS
Database ➡️ https://t.co/dXcyRKR3LW pic.twitter.com/TaV7rPxalQ— SIPRI (@SIPRIorg) April 22, 2024
გასულ წელს თავდაცვისთვის ყველაზე მეტი თანხა რუსეთთან ერთად შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, ინდოეთმა და საუდის არაბეთმა დახარჯა. გლობალური სამხედრო ხარჯების 61% სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთის სამხედრო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ახლა კიდევ უფრო ბუნდოვანია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ავტორები აღნიშნავენ, რომ გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, სამხედრო სფერო საწარმოების, ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. უკრაინა სამხედრო ხარჯების თვალსაზრისით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მერვე ადგილს იკავებს.