თუ კონგრესი უკრაინის დახმარების კანონპროექტს დაამტკიცებს, პენტაგონს რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლება, გადასცეს ქვეყანას საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის კომპონენტები, რომლებიც მას სასწრაფოდ სჭირდება.
პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერის თქმით, უკრაინელებმა გამოიჩინეს გამძლეობა და გამბედაობა.
აშშ დარწმუნებულია, რომ ამ შემართებას ისინი არ დაკარგავენ. თუმცა ისიც კარგად ესმით, რა მძიმე ვითარებაა ახლა იქ. სწორედ ამის გამო სურთ, რომ ეს დახმარება დამტკიცდეს. პეტ რაიდერი ამბობს, რომ აშშ-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს უკრაინას დახმარება იმ მოცულობით, რომელიც მათი წარმატებისთვის იქნება საკმარისი.
სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი უკრაინის პრემიერ- მინისტრს დენის შმიჰალს დაჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებს, რათა უკრაინამ დაფინანსება მიიღოს.
I was so honored to meet with Ukrainian Prime Minister Denys Shmyhal.
I told him just what I told President Zelenskyy while I was in Ukraine:
America will not abandon you.
We are working day and night to finally deliver to you the aid you need to defeat Putin’s evil forces. pic.twitter.com/7va4uISRqm
— Chuck Schumer (@SenSchumer) April 18, 2024
რუსეთი კი განაგრძობს ხერსონის რეგიონის დაბომბვას არტილერიით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით, ნაღმმტყორცნებით, თვითმფრინავებითა და დრონებით. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა.