მთავარიმსოფლიონიუ ორლეანის ინსექტარიუმში ციკადებისგან და ჩრჩილებისგან კერძებს ამზადებენ

ნიუ ორლეანის ინსექტარიუმში ციკადებისგან და ჩრჩილებისგან კერძებს ამზადებენ

ისინი შეიძლება პატარა მონსტრებს ჰგავდნენ. ერთი შეხედვით უსიამოვნოდ გამოიყურებიან. თუმცა, როდესაც ამერიკის მოსახლეობის ნაწილი ტრილიონობით ხმაურიანი ციკადის სეზონისთვის ემზადება, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პატარა არსებები გემრიელ კერძებადაც შეიძლება იქცნენ.

„ყველა კულტურას აქვს ისეთი რამ, რისი ჭამა უყვართ და რაც ტაბუდადებულია, ან ადამიანები უბრალოდ წარბებს იჭმუხნიან. მწერებთან მიმართებაში კი ამის მიზეზი არ არსებობს”, – ამბობს ნიუ ორლეანის ინსექტარიუმისა და ენტომოლოგიური მუზეუმის კურატორი ზაკ ლემანი.

მერილენდის უნივერსიტეტმა 2004 წელს ციკადების კულინარიული წიგნი გამოსცა. ნიუ ორლეანის ინსექტარიუმსა და ენტომოლოგიურ მუზეუმში ციკადების მომზადების გზებს აჩვენებენ. მუზეუმში იმედოვნებენ რომ სეზონზე საჭმლისთვის ბევრ მწერს დაიჭერენ.

„როგორც წესი, მენიუში ციკადები ხშირად არ გვაქვს. ზოგადად ჩვენ ვამზადებთ სხვადასხვა სტილის კერძს, მჟავეს და ტკბილს. მე ხალხს ვეუბნები ხოლმე, რომ თუ საჭმელი ნიუ ორლეანის სამზარეულოდან მოდის, თუნდაც უცნაური იყოს, ის მაინც გემრიელი იქნება”, – ამბობს ნიუ ორლეანის ინსექტარიუმისა და ენტომოლოგიური მუზეუმის კურატორი ზაკ ლემანი.

ნიუ ორლეანის ინსექტარიუმსა და ენტომოლოგიურ მუზეუმში პატარა ბარში მისულ მოსახლეობას უკვე შეუძლია ისეთი კერძების დაგემოვნება, როგორიცაა სამხრეთ-დასავლური ცვილის ჩრჩილი ჩილის სოუსით და კაჟუნის ხრაშუნა ჭრიჭინები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend