მთავარიმსოფლიოევროპამარიო დრაგი შესაძლოა, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კონკურენტად იქცეს

მარიო დრაგი შესაძლოა, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კონკურენტად იქცეს

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს მარიო დრაგის ევროკავშირში. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი. ბევრი ფიქრობს, რომ სამშაბათს ლა ჰულპში გამოსვლამ აჩვენა მისი მზადყოფნა, რომ დაიკავოს ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა. მისმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა არა მარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე მარიო დრაგის კანდიდატურა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, ამის თაობაზე იტალიაში 1000-ზე მეტმა პირმა ხელი მოაწერა პეტიციას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მარიო დრაგის, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, რადგან გვსურს, რომ ევროპა იყოს უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და ავტორიტეტული. საერთაშორისო კრიზისებზე, უპირველესად, მე ვფიქრობ უკრაინა-რუსეთის ომზე და კრიზისზე ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ასევე, ევროპის პრობლემაზე. ყველა ამ გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია, თუ ევროპა უფრო ერთიანი იდგება“,- განაცხადა პეტიციის ორგანიზატორმა.

დრაგის ტექნოკრატიულმა მიდგომამ ერთხელ უკვე გადაარჩინა ევროზონა და იტალიის პრემიერ მინისტრობისას იტალია გამოიყვანა კრიზისიდან – მისმა გამოცდილება შეუძლია დაეხმაროს ევროპას გადალახოს უზარმაზარი გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

„ეს ბევრად უფრო დიდი გამოწვევაა. რა საკვირველია დრაგი არის ტექნოკრატი, ასე რომ, მას ესმის იმ პრობლემების ბუნება, რომელთა წინაშეც დგას ევროპა,  ბევრ ტექნოკრატს აკლია პოლიტიკური ალღო, თუმცა დრაგი აშკარად კარგი პოლიტიკოსიცაა”,- განაცხადა ფრანჩესკო ლიპიმ.

ზოგს არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მას არ აქვს პოლიტიკური იდეოლოგია, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს არ არის დადებითი თვისება.

იტალიის პრემიერ მინისტრს ჯორჯია მელონის, იმის მიუხედავად, რომ აგრძელებს დრაგის პოლიტიკურ კურსს ევროპაში, ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დრაგის პოტენციურ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend