მთავარიევროპაუკრაინამაიკ პენსი ამბობს, რომ უკრაინის დამარცხება ნატოს ომში ჩართვას გამოიწვევს

მაიკ პენსი ამბობს, რომ უკრაინის დამარცხება ნატოს ომში ჩართვას გამოიწვევს

ევრონიუსი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა.

მაიკ პენსი დარწმუნებულია, რომ ამერიკის სამხედრო დახმარება უკრაინაში მალე იქნება. უკრაინისთვის გამიზნულ დახმარების პაკეტის დამტკიცებას პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა აქვს, განაცხადა პენსმა ბრიუსელში, Euronews-თან ინტერვიუში.

უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი კონგრესში თვეების განმავლობაში გაყინულია, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს.

„როგორც, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების უმრავლესობა, ასევე ამერიკელი ხალხის უმრავლესობა ხვდება თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვფიქრობ, ახლო მომავალში კონგრესი ბაიდენის გადაუგზავნის ისტორიულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც გულისხმობს დახმარებას უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის.“

დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, მისი ვიცე-პრეზიდენტი ნატოსა და  ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაზე დადებით კონტექსტში საუბრობს.

„ვფიქრობ, რომ ჩემი პარტია იზოლაციონიზმისკენ მიდის და მე ამის წინააღმდეგ თამამად გამოვთქვამ საკუთარ მოსაზრებას. ეჭვი არ მეპარება, რომ თუ დასავლეთი დათმობს უკრაინას, გარკვეული დროის შემდეგ პუტინი ნატოს საზღვრებსაც გადაკვეთს, რაც გამოიწვევს ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებას. ამერიკის, როგორც ნატოს წევრის, მოვალეობაა, რომ ასეთ შემთხვევაში დავეხმაროთ ჩვენ მოკავშირეებს“.

მაიკ პენსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, თუმცა შიდა-პარტიულ არჩევნებში დამარცხდა. ამასთან მან უარი თქვა წინასაარჩევნოდ მხარი დაეჭირა დონალდ ტრამპისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend