გუშინ დილით უკრაინის ჩრდილოეთით, ქალაქ ჩერნიჰივის ცენტრალურ ნაწილში, სამი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელთაგან ერთ-ერთი რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა 17 ადამიანი, 61 კი დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვია.
ჩერნიჰივი დედაქალაქ კიევიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობა დაახლოებით 250 000 ადამიანს შეადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ყველაფერზე, რაც მათი შემდგომი ქმედებებისა და ქვეყნის დაცვისთვისაა აუცილებელი.
Chernihiv. A rescue operation is underway following a Russian missile strike. There are people under the rubble. As of now, 20 people are reported to have been injured and ten killed. My condolences to their close ones.
Unfortunately, the death toll may still rise. This would… pic.twitter.com/0t7QybrNk6
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 17, 2024
უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც თითოეულმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროპისა და თავისუფალი სამყაროს გასაძლიერებლად, ამისთვის კი მეტი იარაღის წარმოებაა საჭირო.
NEW: The current US debate about providing additional military assistance to Ukraine is based in part on the assumption that the war will remain stalemated regardless of US actions. That assumption is false. Russian advances will accelerate absent urgent American action. 🧵(1/8) pic.twitter.com/C6VGjcWrdF
— Institute for the Study of War (@TheStudyofWar) April 16, 2024
პრაღაში კი ათეულობით ადამიანმა აქცია მოაწყო შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებთან. დემონსტრანტები ნატოსა და მისი მოკავშირეებისგან უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვას მოითხოვდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები: „დახურეთ ცა!“ „ნაკლები ლაპარაკი, მეტი ქმედება!“