მთავარისაქართველოონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები პარლამენტში არც პლენარული სხდომის გასაშუქებლად შეუშვეს

ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები პარლამენტში არც პლენარული სხდომის გასაშუქებლად შეუშვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არც დღეს, 16 აპრილს, შეუშვეს. ჟურნალისტები, რომლებსაც არ მიეცათ პლენარული სხდომის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა, კვლავ პარლამენტის შესასვლელთან შეიკრიბნენ. სწორედ პლენარულ სხდომაზე განიხილება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით.

„ერთ დღეს გაიღვიძებს რომელიმე დეპუტატი და იტყვის, რომ ონლაინმედია არ შევუშვათ პარლამენტში. მერე იტყვიან, რომ ტელევიზიაც არ შევუშვათ, ან მოდი, საერთოდ ჟურნალისტები არ გავიკაროთ ახლოს. მოდი, საერთოდ კრიტიკული კითხვა აღარ დავასმევინოთ არავის. ეს ასე დაიწყო რუსეთში და ვიცით შედეგები. ქართული საზოგადოება არ მგონია, ამას შეეგუოს“, – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” თანადამფუძნებელი.

მედიის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ პარლამენტის შენობასთან გზავნილით „არა რუსულ კანონს“. ისინი აცხადებენ, ამ კანონის მიღება გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე, რადგან მედიაორგანიზაციების ნაწილი სწორედ საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend