მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ქვეყანას ირანისგან დაიცავს

ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ ქვეყანას ირანისგან დაიცავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალწვეულებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელს ირანისგან დაიცავს. ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი კი აცხადებს, რომ იერუსალიმი ირანს მასშტაბური იერიშისთვის პასუხს აუცილებლად გასცემს.

თეირანში კი აცხადებენ, რომ ამ იერიშით უპასუხეს ისრაელის მიერ ირანელი დიპლომატებისა და სამხედრო მაღალჩინოსნების ლიკვიდაციას, რომელთაც დამასკოში დაესხნენ თავს 2024 წლის 1-ელ და 14 აპრილს. ისრაელის მხარე უარყოფს ამ თავდასხმაში მონაწილეობას.

“”ჰამასის” უკან ირანია, ისევე როგორც “ჰეზბოლასა” და სხვების უკან. ჩვენ ამ ომს მოვიგებთ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომის ფონზე ირანისა და ისრაელის მტრული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend