ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირას იგი ეცდება წარმომადგენელთა პალატის დარწმუნებას, დაამტკიცოს ეროვნული უსაფრთხოების პაკეტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ისევე, როგორც ისრაელს, მოკავშირეებისგან თანადგომა ესაჭიროება.
მისი აზრით, თანამედროვე ავიაცია ეფექტურია და საჰაერო თავდაცვის სისტემებით შესაძლებელია ადამიანების გადარჩენა. ამის დემონსტრირება ახლო აღმოსავლეთში ხდება. მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა არის ნამდვილი თავდაცვა. ყველამ იცის, რომ ისრაელი არ არის მარტო ამ ბრძოლაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს მოკავშირეებს, არ დახუჭონ თვალი რუსულ დრონებსა და რაკეტებზე და სთხოვს, შესაბამისად იმოქმედონ.
Over the last week, Russian terrorists used nearly 130 "Shahed" drones against Ukraine; fortunately, we were able to intercept the vast majority of them. More than 80 Russian missiles and nearly 700 guided aerial bombs were also used.
Rhetoric does not protect skies. Thoughts… pic.twitter.com/dIgO8ID4NG
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 14, 2024
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი დონეცკის რეგიონში თავისი საარტილერიო ქვედანაყოფების საბრძოლო კადრებს ავრცელებს.
ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუმის რეგიონში დაიღუპა ერთი მამაკაცი, რომელიც საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინა დღით რუსეთის მიერ მიტანილ იერიშებს შეეწირნენ მოქალაქეები ხარკივის რეგიონშიც.