მთავარისაქართველო„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა  მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა  მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.

კანონპროექტს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომა მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მწვავე კამათის ფონზე დაიწყო. ოპოზიცია კვლავ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ გაიწვიოს კანონპროექტი, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ. კანონპროექტს გასული წლის მსგავსად, აკრიტიკებს დიპლომატიური კორპუსიც.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას პარლამენტის დეპუტატების გარდა ესწრება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილიც. თუმცა ბევრ მათგანს დღეს, 15 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა. კანონპროექტის განხილვის გასაშუქებლად საკანონმდებლო ორგანოში დღეს არც არც ონლაინ მედიის და პრესის წარმომადგენლები შეუშვეს. მათ შორის ისინი, ვისაც პარლამენტის მუდმივი აკრედიტაცია აქვთ.

საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა დღეს მხოლოდ სამაუწყებლო მედიის ჟურნალისტებს აქვთ, თუმცა მათთვისაც მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები და შენობაში თავისუფლებად ვერ გადაადგილდებიან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შინაარსობრივად იგივეა, რაც გასულ წელს მასშტაბური პროტესტი ფონზე ჩაგდებული კანონპროექტი და იქ მხოლოდ ტერმინი „აგენტია“ შეცვლილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend