მთავარისაქართველოპრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიპლომატებთან

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიპლომატებთან

ელჩებთან შეხვედრის შესახებ განმარტებას მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კანცელარია კომენტარის გარეშე დატოვეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.

ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა პოზიცია ე.წ. „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ ეს კანონპროექტები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩებს კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია შესთავაზა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend