მთავარისაქართველოკანონპროექტის განხილვა ონლაინმედიისა და პრესის გარეშე

კანონპროექტის განხილვა ონლაინმედიისა და პრესის გარეშე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, ონლაინმედია და პრესა ვერ აშუქებს. დღეს, 15 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მხოლოდ სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლები შეუშვეს.

ის ჟურნალისტები, რომლებსაც პარლამენტის მუდმივი აკრედიტაცია აქვთ და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დღეს შენობაში ვერ შევიდნენ, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ერთად იდგნენ. „არა რუსულ კანონს“ – ეს იყო დღეს პარლამენტის შენობასთან მისული ჟურნალისტების გზავნილი.

ამ საკითხზე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი ამბობს, რომ ყველა მედიას უნდა მიეცეს დღევანდელი სხდომის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა.

„მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს არ განუმარტავს, რატომ დაწესდა შეზღუდვები ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend