სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ აჩვენებს ირანის სარაკეტო თავდასხმას თელ-ავივის მიმართულებით.
ვიდეოპლატფორმა „იქსზე“ ეს ვიდეო გაზიარდა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როდესაც 1 აპრილს ისრაელი თავს დაესხა ირანის ოფიციალურ პირებს დამასკოში, ირანის საკონსულოში და შემდგომ ირანმა საპასუხო ცეცხლი ცეცხლი გახსნა ისრაელის მიმართულებით.
კონკრეტულად ვიდეო, რომელიც ამის საჩვენებლად ვრცელდება რეალურად აჩვენებს უკრაინის არმიის დარტყმას ყირიმზე, სევასტოპოლის მიმართულებით სადაც რუსული ჯარი დგას.
ეს ინფორმაცია გადაამოწმა ევრონიუსმა, ე.წ. რევერს სერჩის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გაძლევს იპოვო პირველად როდის გამოქვეყნდა ფოტო ან ვიდეოკადრი ინტერნეტში.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს, თუ როგორ ჩაიხლართა დრონი ელექტროგადამცემ ხაზებში და ეს ვიდეო მომხმარებელმა დაუკავშირეს ირანის მიერ განხორციელებულ დარტყმას ისრაელზე, რომელიც 13 აპრილს მოხდა.
ვიდეო არ არის ყალბი, თუმცა მას კავშირი არ აქვს ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმასთან.
ინსტრუმენტ “ინვიდის” გამოყენებით, რომლითაც კადრებად შეგვიძლია ვიპოვოთ მსგავსი ვიდეოები, გამოჩნდა, რომ პირველად ეს კადრები ინტერნეტში 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და მაშინ კადრი ეხებოდა სირიას.
ასევე ფოტო, რომელიც ზიარდება „იქსზე“, როგორც ირანის შეიარაღებული ძალების ფოტო, რომელიც ემზადება ისრაელზე თავდასხმისთვის.
ამ ფოტოს გაზიარება დაიწყო მაშინ, როდესაც ისრაელმა სირიაში ირანის საკონსულოს მიმართულებით განახორციელა თავდასხმა, თუმცა სინამდვილეში ფოტოზე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო სწავლება ჩანს 2017 წელს გადაღებული, რომელიც არმიის 85 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.