მთავარისაქართველოქართული დრონები

ქართული დრონები

ფრენის სეზონი გაზაფხულზე იხსნება – ასე ამბობენ დრონის მოყვარული თუ პროფესიონალი ოპერატორები. ამინდის გამოსვლისთანავე უპილოტო საფრენი აპარატები საქართველოს ცას იპყრობენ. საქართველოში დრონების შექმნა სულ უფრო აქტუალური ხდება. უკვე ბევრი მოყვარული ყიდულობს, ან თავად ქმნის ასეთ მფრინავ საშუალებებს. ბოლო პერიოდში მოსახლეობისთვისაც დრონების შესახებ ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდა. უკვე არსებობს კომპანიები და საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც საქართველოში ცდილობენ თანამედროვე ტექნოლოგიებით უპილოტო საფრენი საშუალებების შექმნას.

ზოგიერთი ქართული საფრენი მოდელი კარგი საფუძველია იმისთვის, რომ სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ან თუნდაც მოიერიშე შეიქმნას… დრონების საცდელი ფრენა კი ნორიოში ხორციელდება. ავიასამოდელო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში გაიზარდა როგორც ინტელექტუალური, ისე ტექნიკური რესურსი… ამ დროისთვის 10-ამდე კერძო კომპანია და საინიციატივო ჯგუფია, რომლებიც დრონების პროექტირებაზე მუშაობენ.

უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან ყველამ იცის, როგორ ანადგურებს ოკუპანტებს მათ ზემოთ ჰაერში დაკიდებული უპილოტო საფრენი აპარატი და მნიშვნელოვანია, რომ კერძო სახელოსნოებში ქართველმა სპეციალისტებმა უკვე შექმნეს სამხედრო დანიშნულების პროტოტიპებიც…

დრონების აქტუალურობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ხდება დრონების მართვის შესწავლის საკითხი. ამ საქმეში კერძო კომპანიებიც არიან ჩართული. გარდა ამისა, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ფაბ­ლა­ბის სივ­რცე­ში, ევ­რო­კომისიის მხარ­და­ჭე­რით Erasmus +-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ეწყო დრო­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, რომლის მი­ზა­ნია, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა მი­იღ­ონ რო­გორც დრო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის თე­ორი­ული ცოდ­ნა, ას­ევე პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

უპილოტო საფრენი აპარატების მრავალმხრივი გამოყენების საკითხი სულ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ხდება. ამას კი თანამედროვე გამოწვევები განაპირობებს. თუ რომელიმე ქვეყანა არ აჰყვება მსოფლიოს ამ ტენდენციას, გაუჭირდება გამოწვევებთან გამკლავება…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend