მთავარიევროპამოლდოვამოლდოვაში ზომებს იღებენ რუსული გავლენის წინააღმდეგ

მოლდოვაში ზომებს იღებენ რუსული გავლენის წინააღმდეგ

მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება ცდილობს, შეზღუდოს რუსეთის ჩარევა რეფერენდუმში, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება.

სწორედ ამ მიზნით, ქვეყანაში შეიქმნა ახალი სააგენტო, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი, რომლის ფუნქციაა, შეისწავლოს დეზინფორმაციული კამპანიები და აღკვეთოს ელექტორატის მოსყიდვის სავარაუდო მცდელობა.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ რუსეთი ფულს არ ზოგავს მოლდოველი ამომრჩევლის მოსასყიდად.

„ქვეყანაში ფულის შეტანის გზები ძალიან კრეატიულია. სცადეს ყველაფერი, სცადეს ნაღდი ფულის შეტანა, ერთ პირს საზღვარზე გადაჰქონდა 10 000-ამდე ევრო. ეს კანონით დაშვებულია, რადგან მისი დეკლარირება არ არის საჭირო საზღვარზე გადატანისას”, – განაცხადა ევრონიუსთან საუბრისას იანის მაზეიკისმა, ევროკავშირში მოლდოვის ელჩმა.

გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოლდოველთა უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრება, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამ მისწრაფებას არ მიესალმება.

შემოდგომაზე მოლდოვის პრეზიდენტი, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ხელახლა იყრის კენჭს არჩევნებში. მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთი ცდილობს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენას.

მოსკოვი ეწინააღმდეგება, რომ ერთ დროს მისი გავლენის ქვეშ მყოფი მოლდოვა ევროპულ ბლოკში გაწევრიანდეს. ამასთან, უარყოფს მოლდოვის საქმეებში ჩარევას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend