2024 წელს საქართველოში ყივანახველას შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით თუ გასულ წელს ქვეყანაში ყივანახველის 119 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, წელს, მხოლოდ 10 აპრილამდე პერიოდში ამ დაავადების 235 შემთხვევაა ცნობილი.
რა არის ყივანახველა, რა სიმპტომებით ვლინდება ეს დაავადება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას?
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.