მთავარიევროპასაფრანგეთი„სინათლე, რომელიც კაშკაშებს“ - დემიენ ჰერსტის გამოფენა

„სინათლე, რომელიც კაშკაშებს“ – დემიენ ჰერსტის გამოფენა

პროვანისის უნიკალური განათება ყოველთვის იყო ფერწერის დიდოსტატების შთაგონების წყარო, მათ შორის სეზანისა თუ ვან გოგის. ბოლო 20 წელია, შატო ლა კოსტას 200 ჰექტარზე გაშლილი ვენახის მამული ღია მუზეუმის ფუნქციას ითავსებს. ამჟამად ეს საგამოფენო სივრცე თანამედროვე ხელოვანის, დემიენ ჰერსტის, დიდ გამოფენას მასპინძლობს, რომელსაც ეწოდება „სინათლე, რომელიც კაშკაშებს“. ამ გამოფენის ფარგლებში ჰერსტის რამდენიმე ათეული ქანდაკება და ნახატია გამოფენილია.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთელი საგამოფენო სივრცე მხოლოდ ერთი ხელოვანის ნამუშევრებს ეთმობა. გარდა 5 დახურული დარბაზისა ხელოვნების ნიმუშები მამულის ბაღებსა და პარკებშიც არის გატანილი, მათ შორის არის ქანდაკებაც „ბერი“. დემიენ ჰერსტი საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანელი ხელოვანია. ამ გამოფენაზე წარმოდგენილია მისი როგორც სრულიად ახალი ნამუშევრების სერია, რომლებიც არავის უნახავს აქამდე, ისე მისი კლასიკური ნამუშევარი „ბუნებრივი ისტორია“ და ფორმალდეჰიდში მოთავსებული ცხოველების ფიტულები, რომლებმაც ავტორს 90-იანი წლების დასაწყისში გაუთქვეს სახელი”, – ამბობს მარი როზე, კომუნიკაციებისა და კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი.

„ბუნებრივი ისტორიის“ ცნობილ სერიაში შემავალ ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ რენცო პიანოს შენობაში, რომელიც ვენახში დგას. ამ გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ახალი ნამუშევრების სერია სახელწოდებით „იდუმალი ბაღების ფერწერა“ გალერეის დარბაზებშია გამოფენილი, ხოლო „იმპერატორი ქალბატონები“ – ტყის სიღრმეში.

„არქიტექტურა არის შუამავალი, არ ვიცი, რამდენად მიგაჩნიათ ის მედიუმად, მაგრამ ეს ხელოვნების ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა და მისი ერთი ნიმუშია ფრანგი არქიტექტორის ჟან ნუველის დიზაინით აგებული სარდაფები. ჩემ უკან ხედავთ არქიტექტორ ტადაო ანდოს, ფრენკ გერის, რენცო პიანოს, რიჩარდ როჯერსისა და ოსკარ ნიმეიერის შემოქმედებას. ყველა ამ არქიტექტორმა ააგო ერთმანეთისგან ცოტა განსხვავებული და საკმაოდ მოკრძალებული პავილიონები, რომლებიც თავის მხრივ სხვა გამოფენებსა და ხელოვანებს მასპინძლობს”, – ამბობს მარი როზე, კომუნიკაციებისა და კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი.

ბუნების წიაღში ჩაფლული მამული, რომელიც პროვანსის მიწას, ღვინოსა და სინათლეს აერთიანებს, შესანიშნავი ადგილია ხელოვნების წარმოსაჩენად. დემიენ ჰერსტის გამოფენა „სინათლე, რომელიც კაშკაშებს“ შატო ლა კოსტაში 2 ივნისამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend