მთავარიევროპაუკრაინარას გულისხმობს უკრაინის ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ

რას გულისხმობს უკრაინის ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ

კიევში შეიარაღებული ძალების რიგებში გაწვევის შესახებ ახალი კანონპროექტი მიიღეს, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მდებარე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესაბამისად. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება სწორედ ამ საკითხზე იყო.

რაც შეეხება თავად ამ კანონს, რომელსაც ხელი სახელმწიფოს მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 აპრილს მოაწერა, ჯარში გაწვევის ასაკი 27-იდან 25 წლამდე შემცირდა და ამავე დროს უკრაინულ არმიას დამატებით 500 ათასი ჯარისკაცისთვის შეეძლება თავმოყრა.

ასევე ამ კანონის თანახმად:

  • სავალდებულო სამხედრო გაწვევა საომარი მომზადებით ჩანაცვლდება;

  • საომარი მომზადება გასტანს 5 თვეს;

  • გაწვეული პირი შეინარჩუნებს სამსახურს;

  • ასევე გაწვეული პირი დაუყოვნებლივ არ გაიგზავნება ფრონტის ხაზზე და ის 2-თვიან მომზადებას გაივლის;

  • გაწვეული პირები მიიღებენ ხელფასსაც, არასაომარ პერიოდში ეს თანხა 20 ათას გრივნას შეადგენს, ხოლო ომის დროს 100 ათასს.

ამ კანონპროექტს მხარი უკრაინის ვერხოვნა რადის 450 დეპუტატიდან 283-მა დაუჭირა.

ამავე დროს, რუსეთის ფედერაციაში ყოველ წელს, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ჯარში იწვევენ 18-იდან 30 წლამდე ასაკის 150 ათასს მამაკაცს. ეს მოქალაქეები სამხედრო ძალების ყველა შტოში ერთი წლის განმავლობაში მსახურობენ და ოფიციალური წყაროების თანახმად, მათ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არ აგზავნიან. ჯარისკაცებს უშვებენ სახელმწიფოს მასშტაბით გარნიზონებში, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაწვეულთა ნაწილს იძულების წესით სამხედრო კონტრაქტზე აწერინებენ ხელს და საბოლოო ჯამში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში საზარბაზნე ხორცად იყენებენ. საერთო ჯამში წელს კრემლი 400 ათასი მამაკაცის გაწვევას გეგმავს და შეიარაღებული ძალების მილიონ ნახევარ სამხედრომდე გაზრდას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend