მთავარიკუბიარა, მოწევა წონაში ვერ დაგაკლებინებთ!

არა, მოწევა წონაში ვერ დაგაკლებინებთ!

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, მითია ის მოსაზრება, რომ მოწევა წონის დაკლებაში გვეხმარება. სინამდვილეში კი პირიქით, სიგარეტის ხშირი მოხმარება, წონის მატებას იწვევს.

საკმაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ როდესაც ადამიანები წყვეტენ სიგარეტის მოწევას, მათი ორგანიზმი კალორიებს შედარებით ნელი ტემპით წვავს, რაც მათ წონაში მომატებას იწვევს. სწორედ ამის გამო, მწეველები ფიქრობენ, რომ თუკი სიგარეტის მოწევას გააგრძელებენ, ეს მათ დაეხმარებათ წონის დაკლებასა თუ ფორმის შენარჩუნებაში.

კვლევის ფარგლებში გამოიკვლიეს მილიონ 200 000 ადამიანი, რომლებმაც სულ ახალხან დაიწყეს მოწევა და ასევე 450 000 ადამიანი, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწევიან. სწორედ ამ შედეგების შედარების შემდეგ დადასტურდა, რომ მოწევას უარყოფითი ეფექტი აქვს არა მხოლოდ ფილტვებსა და სასუნთქ ორგანოებზე, არამედ იწვევს წონაში მატებასაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend