რუსეთის ფედერაციისა და ყაზახეთის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დასახლებებიდან ათასობით მოქალაქე გაიყვანეს.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ორენბურგის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მიზეზი კი კაშხლის ნგრევის შედეგად გამოწვეული წყალდიდობაა.
პირველ რამდენიმე საათში ქალაქ ორსკში 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, ამჟამად კი მათი რიცხვი 10 ათასს აჭარბებს, წყლის დონე 10 მეტრამდეა გაზრდილი. დაცარიელებულ ქალაქში კი საცხოვრებელ სახლებს ქურდავენ, ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას არ მალავს.
„ამ ეტაპზე უკვე დაგვირიგეს ახალი ავეჯი, ნაწილი მოსახლეობამ უკვე წაიღო, ძალიან რთული ვითარებაა”, – ამბობს მირა ჟურაბლიოვა, ადგილობრივი.
კაშხლის ნგრევამ 230 მილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის ზიანი მოუტანა რუსულ სახელმწიფოს, ხელისუფლება კი მოსახლეობას მომავალი 6 თვის განმავლობაში თვეში 108 დოლარით დაეხმარება.