მთავარიმსოფლიომეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ბალტიისპირეთში გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები განლაგდნენ

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ბალტიისპირეთში გერმანელი ჯარისკაცები და ოფიცრები განლაგდნენ

ბერლინი ლიეტუვაში აგზავნის ბუნდესვერის სათანადოდ აღჭურვილ და მომზადებულ სამხედრო შენაერთს. 4800 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი ოჯახის წევრებთან ერთად ლიეტუვაში გადადის.

ბალტიისპირეთში უკვე გაემგზავრა ბუნდესვერის საგანგებო მისია, რომელიც მომავალი სამხედრო კონტინგენტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გასწევს. გერმანელი სამხედროები ახალ მისიას დადებითად აფასებენ.

„მე კარგი მოლოდინი მაქვს, ახლის შექმნაში მონაწილეობა ყოველთვის სასიამოვნოა, არსებული ვითარების გათვალისწინებით ბალტიისპირეთი ერთ-ერთი გადამწყვეტია“, – ამბობს ჰაინრიხი, ბუნდესვერის ლეიტენანტი.

„ადგილზე არაფერია და ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ჩვენი შეხედულებების თანახმად დავგეგმოთ მომავალი ნაბიჯები და 10 წელში შევძლებთ ვთქვათ, რომ ბევრ დადებითს ჩავუყარეთ საფუძველი“, – ამბობს იოახიმი, ბუნდესვერის მაიორი.

ანდერს ჰასტნერის, ბუნდესვერის პოლკოვნიკის თქმით, „დედაქალაქში განსაკუთრებული განწყობაა, იგრძნობა ადგილობრივი მოსახლეობის დადებითი ემოცია“.

ვილნიუსში გერმანელ სამხედროებს სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი შეეგება და განაცხადა, რომ ლიეტუვას გერმანიის იმედი აქვს და გერმანული ჯარები რეგიონის სტაბილურობას გაზრდიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend