დღეს 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რუსულმა ქვედანაყოფმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია.
დარბევას მსხვერპლი მოჰყვა – 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ამ ტრაგიკული მოვლენიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
დილიდან პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან საზოგადოება იკრიბება და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.