უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმაში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ამბობენ, რომ დრონი მეექვსე რეაქტორის შენობის სიახლოვეს აფეთქდა, თუმცა ამით სადგურს საფრთხე არ შექმნია. უკრაინელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი არ არიან ჩართული შეიარაღებულ პროვოკაციებში ოკუპირებული სადგურის ტერიტორიაზე და ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს რუსეთის იმიტირებული იერიში იყო.
As I said before the @UN Security Council #UNSC and the @IAEAorg Board of Governors, no one can conceivably benefit or get any military or political advantage from attacks against nuclear facilities.
This is a no go.— Rafael MarianoGrossi (@rafaelmgrossi) April 7, 2024
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის აუცილებლობაზე. მან ასევე მიმართა შეერთებული შტატების კონგრესს, რომ დროულად გადაეცეს უკრაინას აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება. მისი თქმით, თუ ისინი არ დაეხმარებიან, უკრაინა დამარცხდება, შემდეგი სამიზნე კი უკვე სხვა ბევრი ქვეყანა გახდება. პრეზიდენტის აზრით, რუსეთი უკან არ დაიხევს და ბირთვულ რიტორიკას დააბრუნებს. ამას კი საზოგადოება უახლოეს კვირებში იხილავს.
I spoke with @U24_gov_ua ambassadors about global support for Ukraine and how we can keep the focus on helping our people defend themselves against Russian terror.
Thank you for your donations, support, and voices that are heard all over the world. Special thanks for continuing… pic.twitter.com/cugWcqKRot
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 7, 2024
თუმცა შეერთებული შტატების პოზიცია დამოკიდებული იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს გამარჯვების რეალური შანსი აქვს.
კვირას „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის სტრატეგიას ეხებოდა.
სტატიის ავტორი ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებული პირების პოზიციების გათვალისწინებით ამტკიცებდა, რომ ტრამპი ომის დამთავრების მიზნით კიევზე მოახდენს ზეწოლას. საბოლოოდ კი მივიღებთ იმ შედეგს, რომ გარკვეული ტერიტორიები რუსეთს დარჩება.