მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროპელებს ყველაზე მეტად ზელენსკი მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად პუტინი

ევროპელებს ყველაზე მეტად ზელენსკი მოსწონთ, ყველაზე ნაკლებად პუტინი

“ევრონიუსის” დაკვეთით ორგანიზაცია “იფსოსის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროპელთა აზრით, ყველაზე პოპულარული ევროპელი ლიდერები უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი არიან.

მეორე მხრივ, უნგრეთისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერები ყველაზე ნაკლებად მოსწონთ ევროპელებს. ვლადიმერ პუტინი ევროპელთა 79 პროცენტს არ მოსწონს, მიუხედავად ამისა, არსებობს გამონაკლისიც, ბულგარელთა 37 პროცენტს ვლადიმერ პუტინი მოსწონს.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში პროპაგანდის წარმოების მიზნით, კრემლი ბევრ რესურსს ხარჯავს. ბულგარეთი ამის კარგი მაგალითია, მიუხედავად ამისა, ბულგარული სახელმწიფო და ბულგარეთის ხელისუფლება ამ პროპაგანდის წინააღმდეგ შესაბამისად მოქმედებს“, – ამბობს ფრანჩესკო ნიკოლი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.

პირველობას არავის უთმობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, მასზე ევროპელთა საშუალოდ 41% ფიქრობს დადებითად. ყველაზე მეტად ემანუელ მაკრონს რუმინეთში აფასებენ – 57%, სამშობლოში კი ფრანგ ლიდერზე უარყოფითად გამოკითხულთა 62 პროცენტი ფიქრობს, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს სწორედ მაკრონის ცნობადობით არის გამოწვეული.

„ვფიქრობ, მან ევროპელები დაარწმუნა, რომ შეუძლია იყოს ლიდერი და ამავე დროს მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა ევროპული მომავლის მისეული ხედვა“, – ამბობს ფრანჩესკო ნიკოლი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.

გამოკითხვით ასევე დადგინდა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ბევრ მოქალაქეს ლიდერთა შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend