მთავარიმსოფლიოჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელებისთვის ემზადებიან

ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელებისთვის ემზადებიან

მექსიკაში მზის დაბნელებისთვის ემზადებიან. ქალაქ მაზატლანში ადამიანები უკვე იკავებენ ადგილებს, რათა თვალი მიადევნონ მოვლენას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე 2033 წლამდე აღარ განმეორდება.

კლერჰაუტი მოყვარული ასტრონომია. ის თითქმის ოთხი ათწლეულია ცდილობს მზის სრულ დაბნელებას შეესწროს. ამ მოვლენის ნახვის სურვილმა 1998 წელს გვადალუპეში, 2009 წელს კი – საფრანგეთში, ზამბბიასა და ჩინეთში წაიყვანა.

მაზატლანში იმყოფება NASA-ს ასტრონომი ბრაიან დეიც:

„კონტინენტზე მთვარის ჩრდილი პირველს ამ ადგილს შეეხება. თავდაპირველად ჩრდილი წყნარ ოკეანეს დაეცემა, შემდეგ კი, ამ მიმართულებით წამოვა. პირველი ხედი სწორედ აქედან იქნება.“

მექსიკის გარდა, მზის დაბნელების ნახვა შესაძლებელი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადის კონკრეტული ტერიტორიებიდანაც.

მზის სრული დაბნელება ყოველწლიურად ან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში შვიდი წლის მანძილზე პირველი მზის დაბნელებაა და მისი ნახვა სულ რამდენიმე შტატიდან იქნება შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend