მთავარისაქართველობიუროს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტთან

ბიუროს სხდომის პარალელურად აქცია გაიმართა საქართველოს პარლამენტთან

დღეს, 8 აპრილს, პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით “არა რუსულ კანონს!“.

სამოქალაქო აქტივისტები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, მოქალაქეები და სტუდენტები – მმართველი პარტიის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა წარდგენას აპროტესტებდნენ. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს აქციის მიმდინარეობის პარალელურად წარედგინა.

შეკრებილი მოქალაქეების მოსაზრებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ხელახლა წარედგინა სადავო კანონპროექტი, ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგაა მომართული. მათი თქმით, კანონი რუსულია და წელსაც, ისევე როგორც შარშან, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნისთვის შეუძლებელს გახდის ევროკავშირში გაწევრების მომდევნო, მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადასვლას.

საზოგადოების ნაწილი პარლამენტთან შეკრებას 12 აპრილსაც, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენის პარალელურადაც, გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend