მთავარისაქართველოსწავლის დასრულების შემდეგ

სწავლის დასრულების შემდეგ

რუსუდან დოლიძე გალერეა „ნოვის“ დამფუძნებელი და ხელოვნების ისტორიკოსია. ამბობს, რომ ახალბედა, ნაკლებად ცნობილ მხატვრებს ხშირად უწყობს გამოფენებს. უნდა, რომ ახალგაზრდა მხატვრები გააცნოს დამთვალიერებელს.

„გალერეის კალენდარში ყოველთვის არიან ახალგაზრდა მხატვრები. ისინი პერსონალურ ან ჯგუფურ გამოფენებში იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდა მხატვრებისთვის მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა დიდი მოტივაციაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ უფრო და უფრო მეტი აღმოჩენა გავაკეთოთ ამ კუთხით“, – ამბობს გალერეა „ნოვოს“ დამფუძნებელი და ხელოვნების ისტორიკოსი რუსუდან დოლიძე.

ნინო საყვარელიძე მაგისტრატურის სტუდენტია. ის გრაფიკული დიზაინერი და ლექტორია, თუმცა მანამდე მოსწავლეებს ამზადებდა. ამბობს, რომ მასწავლებლობა ბევრი სტუდენტისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

როდესაც კერძოდ ამზადებენ მოსწავლეებს მეტი შემოსავალი და თავისუფალი დრო აქვთ. მაგრამ ნახატების გაყიდვა კიდევ სხვა სფეროა, ასე მარტივად არ ხდება. რა თქმა უნდა, თუ ცნობილი მხატვარი ხარ, სახელის გამო უფრო იყიდება შენი ნახატები. მაგრამ თუ ცნობილი არ ხარ, უფრო მცირე შემოსავალი შემოდის. აქედან გამომდინარე, მხატვრებისთვის მოსწავლეების აყვანა მეტად ხელსაყრელია”, – მიიჩნევს ნინო.

მარიამ ვარდანიძემ კი თბილისის სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების მიმართულებით დაამთავრა. ამბობს, რომ ახალგაზრდა მხატვრისთვის დასაქმება და მხატვრობაში ადგილის პოვნა ძალიან რთულია, ამიტომ ახლა სამაგისტრო პროგრამაზე ციფრულ მედიას სწავლობს.

„არსებობს პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მხატვარს შეუძლია თავისი ნამუშევარი დადოს. ისეთი ნახატები, რომლებსაც თავისი სურვილით ხატავს და თავად მოსწონს. თუმცა აქაც პრობლემას ვაწყდებით – გიწევს რაიმე კონკრეტულ სპეციფიკას მოერგო, რომელიც ხალხს მოსწონს. მაგალითად, ყვავილები და ბროწეულები. ამ შემთხვევაში კი გიწევს ერთნაირი ნახატების განმეორება. ამ პლატფორმაზეც გიწევს, რომ დაბალ ფასად გაყიდო ნამუშევარი. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ 60 ლარზე მეტად ნამუშევარი არასდროს გამიყიდია“, – ამბობს მარიამ ვარდანიძე.

სირთულეების მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა ხელოვანია, ვინც ცდილობს, რომ საზოგადოებას საკუთარი თავი გააცნოს. თუმცა ბევრიც, მარიამის მსგავსად, ახალი პროფესიებით ინტერესდება და ასე აგრძელებს განვითარებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend