“ამ გამარჯვებით კარგი განაცხადი გავაკეთეთ იმის შესახებ, რომ საქართველო იმსახურებს ასეთი დონის შეჯიბრებებზე თამაშს”.
საფრანგეთთან სენსაციური გამარჯვებისა და 6 ერის ფესტივალის შესახებ უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი, პაატა მაისურაძე ევრონიუს ჯორჯიას ესაუბრა.
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 6 ერის ფესტივალზე საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები სენსაციურად, 20:19 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.