მთავარიევროპასაფრანგეთიპარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საფრანგეთის ხელისუფლებას დედაქალაქიდან მიგრანტები რეგიონებში გადაჰყავს

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე საფრანგეთის ხელისუფლებას დედაქალაქიდან მიგრანტები რეგიონებში გადაჰყავს

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღით ადრე საფრანგეთის პოლიციამ ათეულობით მიგრანტი, მათ შორის ქალები და  მცირეწლოვანი ბავშვები პარიზის მერიის ეზოდან იძულებით გაიყვანა.

ექიმი პოლ ალოზი ამბობს, რომ მიგრანტები, რომლებიც აქ ოჯახის წევრებთან, მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყვნენ, მათი პაციენტები არიან, მათ მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ცდილობდნენ.  ახლა კი ოლიმპიური თამაშების გამო სადღაც შორს, ბეზანსონსა თუ მარსელში  წასვლას სთავაზობენ.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ისინი ჰუმანიტარულ ჯგუფებთან ერთად ცდილობენ პრობლემის მოგვარებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს იან მანზის მიაჩნია, რომ ეს შემოთავაზებები არ არის შესაფერისი, რადგან  პარიზშიც არის მათთვის სხვა ადგილები.  მართალია, ხელისუფლება ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, მაგრამ, მისი აზრით, ეს ე.წ. სოციალურ წმენდას უფრო   ჰგავს.

ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არ გაჩერდება და  ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე  დედაქალაქი  მიგრანტებისგან გაათავისუფლოს, თუმცა გაძევებულ მიგრანტებს მთავრობა გრძელვადიანი საცხოვრებლით არ უზრუნველყოფს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend