მთავარიკუბიე.წ. აგენტების კანონს აშშ-ში ეხმაურებიან

ე.წ. აგენტების კანონს აშშ-ში ეხმაურებიან

“ჩვენ ვნახეთ ცნობები, რომ ისინი განიხილავენ კანონპროექტს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა ევროპული მისწრაფება დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა მილერმა.

კომენტარს აკეთებენ ამერიკელი სენატორებით, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი.

“წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს.

ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ არასწორი მიმართულებით წაიყვანს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მომავალს ევროკავშირში.

ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს საკანონმდებლო წინადადება“, – ვკითხულობთ სენატორების განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend