ნატომ აღნიშნა კოლექტიური თავდაცვის 75 წელი მთელ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შეკრებაზე ალიანსის დიპლომატებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. საიუბილეო თარიღის აღნიშვნის გარდა 32-ქვეყნიანი ალიანსი ადგენს უფრო პროგნოზირებად გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერის გეგმას უკრაინისთვის. საბრძოლო მასალის დეფიციტის ფონზე უკრაინამ ამ კვირაში სამხედრო გაწვევის ასაკი 27-იდან 25 წლამდე შეამცირა, რათა შეავსოს გამოფიტული დანაყოფები.
Together with @ABaerbock we have just attended the NATO-Ukraine council meeting in Brussels. Ukraine’s greatest need right now is to urgently strengthen air defense. I thank Germany and other allies for answering the call and taking action right away. pic.twitter.com/wgfs96Mv9k
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 4, 2024
„მე დღეს ბრიუსელში ვარ, რათა ნატოს მივულოცო 75 წლის იუბილე და მოვუწოდო მოკავშირეებს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას დამატებით პატრიოტის სისტემები, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ წამოწყებულ საჰაერო ტერორს. მხოლოდ დღეს ოცმა დრონმა მიიტანა ხარკივზე იერიში. მოსკოვი უკრაინულ ტერიტორიებს თავს დაესხა ყველაზე სასტიკი გზით, როდესაც მეორე დრონი გაფრინდა, გაჰყვა პირველს და მოკლა მაშველები, რომლებიც მოდიოდნენ დაშავებულთა გადასარჩენად, პირველი თვითმფრინავის მსხვერპლთა დასახმარებლად. აუცილებელია უკრაინაში დამატებითი ანტისაჰაერო სისტემების გაგზავნა, რათა ცა უკრაინის თავზე დაცული იყოს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
Secretary General @jensstoltenberg welcomed Foreign Minister @DmytroKuleba of #Ukraine to #NATO Headquarters for the meeting of the NATO-Ukraine Council.
Ministers will discuss further strengthening support to Ukraine 🇺🇦#ForMin
— Farah Dakhlallah (@NATOpress) April 4, 2024
მას შემდეგ, რაც შვედეთი ნატოში გაწევრიანდა, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი პირველად მონაწილეობს მინისტრთა შეხვედრაში. სანამ ომი დაიწყებოდა, პუტინი ამბობდა, რომ მას შესაძლოა დაეწყო სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, ნატოს გაფართოების აღსაკვეთად. თუმცა ომის დაწყებამ რუსული შიშის რეალიზება კიდევ უფრო დააჩქარა. ალიანსის რიგები თითქმის სამჯერ გაიზარდა მისი დაფუძნებიდან დღემდე. ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის ქვეშ თავშესაფარს ფინეთი და შვედეთი რეკორდულ დროში შეუერთდნენ.
„ჩვენ გვაქვს დიდი პრივილეგია, რომ პირველად გვქონდეს ჩვენი დამფუძნებელი ხელშეკრულება ნატოს შტაბ-ბინაში, ეს არის ვაშინგტონის ხელშეკრულება, ორიგინალი. მე მომწონს ვაშინგტონის ხელშეკრულება. თუნდაც, იმიტომ, რომ ის ძალიან მოკლეა, სულ რაღაც რამდენიმე გვერდი. კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამდენს ნიშნავდა ამდენი ხალხისთვის. დოკუმენტი, რომელსაც მოაქვს ამ მასშტაბის უსაფრთხოება, ამდენი კეთილდღეობა და ამდენი მშვიდობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი, რომელიც გადაიგზავნა ბრიუსელში ცერემონიისთვის, ადგენს, რომ ალიანსის ნებისმიერ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველა წევრ სახელმწიფოზე.