საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” გორის “დილას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
“დინამოს” მაისურით გოლები ვასილიოს გორდეზიანმა და ვახტანგ სალიამ გაიტანეს, “დილადან” კი თავი იბრაჰიმა დრამემ და შოთა შეყილაძემ გამოიჩინეს.
13 ქულით “დილა” სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, “დინამო” კი 8 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
აქვე გაგაცნობთ ამავე ტურის სხვა შეხვედრების შედეგებს:
თელავი 1:0 გაგრა
სამტრედია 2:0 სამგურალი
ტორპედო 3:2 კოლხეთი
იბერია 3:0 დინამო ბათუმი