მთავარიმსოფლიოკავკასიადასავლეთისა და კრემლის დიპლომატიური ჭიდილი სამხრეთ კავკასიაში

დასავლეთისა და კრემლის დიპლომატიური ჭიდილი სამხრეთ კავკასიაში

სომხეთის რუსული ორბიტიდან დემოკრატიულ დასავლეთში გადაბარგების მცდელობა რამდენიმე სხვადასხვა განზომილების მატარებელია. პირველ რიგში ეს არის სამართლებრივი განზომილება, სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიკაციისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სრულფასოვანი წევრობით ერევანმა აიღო ვალდებულება, რომ ვლადიმერ პუტინი დააპატიმროს.

სომხეთის დასავლეთისკენ სწრაფვის მეორე განზომილება გახლავთ სამშვიდობო. ერევანი ცდილობს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება სწორედ დემოკრატიული დასავლეთის გარანტიებით გაფორმდეს. ხოლო ბოლო განზომილება გახლავთ სამხედრო პოლიტიკური, სომხეთმა შეაჩერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ეფექტიანი წევრობა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უფრო და უფრო ხშირად საუბრობს ევროკავშირში სომხეთის მომავალზე.

აზერბაიჯანი სრულიად სხვა გეოპოლიტიკური ფიგურის მატარებელია ვიდრე სომხეთი. აზერბაიჯანი არის სამხრეთ კავკასიაში ლიდერი სახელმწიფო როგორც სამხედრო, ასევე დემოგრაფიული, ტერიტორიული და ეკონომიკური თვალსაზრისით. აზერბაიჯანს სხვა გამოწვევები და სხვა შესაძლებლობები აქვს. აზერბაიჯანს სომხეთისგან განსხვავებით რეგიონში ძლიერი მოკავშირე ჰყავს თურქეთის რესპუბლიკის სახით. აზერბაიჯანი ე.წ. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია როგორც საქართველო და ისიც თანამშრომლობს ევროკავშირთან, როდესაც საქმე ბუნებრივი რესურსების მიწოდებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება. აზერბაიჯანი ახერხებს დასავლეთსა და კრემლს შორის წარმატებით ლავირებას. ბაქოს ერთადერთ გამოწვევას ამ ეტაპზე თეირანთან შესაძლო უთანხმოება წარმოადგენს, მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ირანის ისლამურ რესპუბლიკას სამხრეთ კავკასიისთვის ნაკლებად სცალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend