მთავარიკუბი“უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

“უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან

მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ კანონპროექტის კვლავ ინიციირების შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი წერს. ამ ფაქტს ევროპარლამენტარები და არაერთი ოფიციალური პირი გამოეხმაურა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ კანონის ხელახლა წარდგენა მმართველ პარტიას შესაძლოა წინასაარჩევნოდ პოლარიზაციის გაზრდისთვის სჭირდებოდეს. იგი ასევე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივით, ეს არის სიძულვილის ენა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. მისი განცხადებით, ამით მმართველი პარტია ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს, რასაც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროპული რეფორმების გზის საბოტაჟისთვის მზად არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend