NASA მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. 8 აპრილს მილიონობით ჩრდილოამერიკელი შეესწრება მოვლენას, რომელიც კონტინენტზე 2033 წლამდე აღარ განმეორდება. მზის სრული დაბნელების ნახვა სულ რამდენიმე შტატიდან იქნება შესაძლებელი. მზე სრულად დაბნელდება მექსიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადის კონკრეტულ ტერიტორიებზეც. NASA-ში აღნიშნავენ, რომ მზის სრულ დაბნელებას მნიშვნელოვანი მონაცემების მოსაპოვებლად გამოიყენებენ.
„მზის დაბნელება უნიკალური მოვლენაა. ეს არის შესაძლებლობა შევხედოთ ამ ციურ სხეულს: დედამიწას, მზესა და მთვარეს ჩვეულებრივისგან სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში. ჩვენი მეცნიერები აპირებენ ეს მოვლენა ფასდაუდებელი მონაცემების მისაღებად გამოიყენონ. ერთ-ერთი ფოკუსი მზის ატმოსფერო და გვირგვინია. მასზე დაკვირვება მზის დაბნელებისას განსაკუთრებული გზებით შეიძლება“, – ამბობს პამ მელოი, NASA-ს ასტრონავტი.
მათ, ვინც მზის დაბნელებისთვის თვალის მიდევნებას აპირებს, მეცნიერები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვას, მათ შორის, თვალის სპეციალური დამცავის გამოყენებას ურჩევენ. აღნიშნავენ, რომ მზისთვის შეუიარაღებელი თვალით ყურება ძალიან საშიშია და ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შესაძლოა მხედველობის მძიმე და მუდმივი დაზიანებაც კი გამოიწვიოს.
“უსაფრთხოება NASA-ს მთავარი პრიორიტეტია. ეს არ იცვლება მზის დაბნელებისასაც. დარწმუნდით, რომ თვალებს სათანადოდ დაიცავთ. როცა 8 აპრილს მზის დაბნელებას დააკვირდებით, გთხოვთ, აუცილებლად გამოიყენოთ სპეციალური სათვალე“, – ამბობს ბილ ნელსონი, NASA-ს ადმინისტრატორი.
მზის სრული დაბნელება ყოველწლიურად, ან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხდება. ამ დროს მთვარე მზესა და დედამიწას შორის ექცევა და მზის შუქსა და სითბოს ბლოკავს. 8 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მზის დაბნელება ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველად მოხდება.
April is a BIG month for sky gazing 🤩
Big planets: Jupiter will be visible all month; Mars and Saturn will rise together on April 10 & 11
Big eclipse: On April 8, catch the last total solar eclipse in the U.S. for 20 years
Big Moon: Catch a full Moon on April 23 pic.twitter.com/2OeFPpY5EX— NASA (@NASA) April 3, 2024