მთავარიევროპაუკრაინაენტონი ბლინკენი: ,,უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა”

ენტონი ბლინკენი: ,,უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დასავლეთისგან მეტი მხარდაჭერა”

საფრანგეთში ვიზიტის დროს  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნიუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა.

ევროპის ქვეყნების ლიდერები უკრაინაში იარაღის გაგზავნის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას და უკრაინაში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საფრანგეთში – Thomas Padilla/AP

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ დაახლოებით 20 ქვეყანა შეუერთდა ჩეხეთის ინიციატივას უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მასალის გაგზავნის შესახებ. იარაღის მიწოდება უკრაინაში უკვე ივნისში იქნება შესაძლებელი.

„კიევს დასახმარებლად რამდენიმე ასეული ათასი საბრძოლო მასალა უნდა მივაწოდოთ. გერმანია, ჩეხეთის ინიციატივით უკრაინას 180 000 საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის რეგიონებში 3  მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო რუსული პასპორტი. პუტინმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ რუსეთის მოქალაქეობის მსურველებმა პატივი სცენ ქვეყნის ღირებულებებს.

რუსეთი კი განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმებს.

გასული 24 საათის განმავლობაში დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაშავდა 13 ადამიანი. რვა დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა საბავშვო ბაღი, კოლეჯი და საწარმო. ხანძრის ქრობის პროცესში ათობით მეხანძრე იყო ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend