მთავარიაზიაღაზადასავლელი ლიდერები ღაზის სექტორში მოხალისეების დაღუპვის შესახებ საუბრობენ

დასავლელი ლიდერები ღაზის სექტორში მოხალისეების დაღუპვის შესახებ საუბრობენ

ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლები დაიღუპნენ.

ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლნენ გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ავსტრალიის, პალესტინის, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები.

ისრაელის იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები, ღაზის სექტორი, 1-ელი აპრილი, 2024 წელი Copyright AP Photo/Abdel Kareem Hana

ეს ადამიანები ღაზის სექტორში მასშტაბური ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით იმყოფებოდნენ. 7 თანამშრომლის დაღუპვის შემდეგ ორგანიზაციამ ფუნქციონირება შეაჩერა, ეს კი ადგილზე საკვების სიმწირით გამოწვეულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, იერიში შეცდომით მიიტანეს და მშვიდობიანი ადამიანების დაღუპვა დიდი ტრაგედიაა.

“ისრაელის თავდაცვის ძალები ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მუდამ თანამშრომლობს და ჩვენ ამ თვალსაზრისით მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს. მომხდარი არის არასწორი დაგეგმვის პირდაპირი შედეგი. მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და მოხალისეების განადგურება არ გახლავთ. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი რასაც ეს გამოძიება დაადგენს, საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინება“, – განაცხადა გენერალმა ჰერცი ჰალევმა, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა.

ახლო აღმოსავლეთში ჰუმანიტარული მისიით ჩასული ადამიანების დაღუპვის შესახებ ისაუბრეს დასავლური სახელმწიფოების მაღალჩინოსნებმაც.

„სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის ჩვენი ერთი მოქალაქეც არის, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მოვითხოვთ სრულფასოვან გამოძიებას, მე ვესაუბრე ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მე დამარწმუნეს, რომ დამნაშავე პასუხს აგებს“, – განაცხადა მელანი ჯოლიმ, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა რომის პაპმა ფრანცისკემაც: „სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთიდან ცუდი ამბები მოდის. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ომი შეწყვიტოთ. გული მწყდება, რომ ამ დაპირისპირებას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. დაინდეთ ერთმანეთი, მათ კი ვისაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად უნდა გაეწიოთ”.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ომს უკვე შეეწირა 180 მოხალისის სიცოცხლე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend