გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რალფ ბესტემ საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა გააძლიერა ევროპაში დეზინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ.
გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიები უფრო დახვეწილი და უხილავი გახდა.
ამ კუთხით დასახელდა რუსული ბლოგების სიმრავლე სხვადასხვა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე. ევროპაში რუსულ საინფორმაციო კამპანიებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა ისაუბრა.