6-იდან 9 ივნისის ჩათვლით ევროპარლამენტის რიგით მეათე და ბრექსიტის შემდეგ პირველი არჩევნები გაიმართება.
ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციისა და მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი პარტიების გამოცოცხლების ფონზე.
ევროპარლამენტს სამი ძირითადი როლი აქვს:
- საკანონმდებლო
- საზედამხედველო
- ფინანსური
საკანონმდებლო:
- ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ევროკომისიის წინადადებაზე დაყრდნობით კანონშემოქმედებითი სამუშაო
- საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება
- ევროკავშირის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ევროკომისიის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
საზედამხედველო:
- ევროკავშირის ინსტიტუტების დემოკრატიული კონტროლი
- ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა
- ევროპის ცენტრალურ ბანკთან ერთად მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრა
ფინანსური:
- ევროკომისიასთან ერთად ბიუჯეტის შედგენა
ევროპარლამენტის წლევანდელ არჩევნებზე 720 ევროპარლამენტარს აირჩევენ. ევროპარლამენტართა რიცხვი ყოველი არჩევნების წინ განისაზღვრება, მათი საერთო რაოდენობა 750-ს არ უნდა აჭარბებდეს ევროპარლამენტის პრეზიდენტის ჩათვლით. ამჟამად ევროპარლამენტში 705 დეპუტატია. წევრი სახელმწიფოებიდან დეპუტატთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული და თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია ჰყავდეს მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 96 დეპუტატი.
ევრონიუსმა მომავალი ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ საგანგებო გამოკითხვა ჩაატარა კომპანია “იფსოსთან” ერთად. საერთო ჯამში გამოიკითხა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 26 ათასი მოქალაქე.
ამ გამოკითხვის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა გაზრდილია, ხოლო მემარცხენე პარტიების, მწვანეთა და ლიბერალების მხარდაჭერის კლების მიუხედავად ევროპარლამენტის ზოგადი პოლიტიკური სურათი ფუნდამენტურად არ შეიცვლება, პროევროპული პარტიები მანდატთა 63 პროცენტს ინარჩუნებენ.
ეს კი გახლავთ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად შექმნილი შესაძლო 6 კოალიცია.