რუსეთის სასამართლომ კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტი დატოვა წინასწარ პატიმრობაში. მასაც ბრალად ჯაშუშობა ედება. ალსუ კურმაშევა “რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტია და ის 18 ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან კრემლის მიერ უცხოელი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი და საგანგებოდ შექმნილი კითხვარი არ შეავსო და უცხოელ აგენტად არ დარეგისტრირდა.
ამავე დროს, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ ამზადებდა რეპორტაჟს, რამაც მის მიმართ შესაბამისი სამსახურების ინტერესი გაზარდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ორმაგ მოქალაქეს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
32 წლის ევან გერშკოვიჩი „ლეფორტოვოს“ ციხიდან სასამართლომდე ხელბორკილებით მიჰყავთ. პროცესი ყოველთვის დახურულია. მისი საჩივრები ყოველთვის უარყოფილია და გისოსებს მიღმა ყოფნის ვადა ყოველთვის უხანგრძლივდება.https://t.co/wggxUkRDdZ
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 28, 2024
ევან გერშკოვიჩთან ერთად ალსუ კურმაშევა მეორე ამერიკელი ჟურნალისტია კრემლის ტყვეობაში.