გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი უწყებები ღაზის სექტორში მდებარე ალ შიფას საავადმყოფოში ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას გეგმავენ. გაეროს პრესმდივნის, სტეფან დუჟარიჩის, განცხადებით, სპეციალური მისია საომარ ზონაში შეძლებისდაგვარად მალე ჩავა.
„ღაზაში, განსაკუთრებით კი ალ-შიფას საავადმყოფოში, კატასტროფული ვითარებაა. ჩვენი მიზანია, რომ ადგილზე კიდევ ერთხელ შევაფასოთ მდგომარეობა და ყველას, ვისაც ესაჭიროება შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ვიმუშაოთ ამისთვის. ალ-აქსას საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად კი, ჩვენი 4 თანამშრომელი დაიღუპა, ისინი დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ“, – განაცხადა სტეფან დუჟარიჩმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ საჰაერო და სარაკეტო იერიშებს ღაზის სექტორში.
UNICEF continues to call for an immediate humanitarian ceasefire and unrestricted humanitarian access to allow aid to reach children and families in need, save lives, and prevent further suffering. pic.twitter.com/2yrfAscxDR
— UNICEF (@UNICEF) April 1, 2024