ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. ახლა ამ ქვეყნებში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა მგზავრებისთვის სასაზღვრო შემოწმებების გარეშეა შესაძლებელი.
თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
ამასთან, ევროკავშირის საბჭო ჯერ არ შეთანხმებულა თარიღზე, როდესაც გაუქმდება შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს. ევროკომისია გააგრძელებს ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წელს იქნეს მიღებული.
Today, Bulgaria and Romania join the Schengen family.
I welcome the lifting of internal air and sea border checks.
This is a great success for the people of both countries.
It also benefits millions of EU citizens across Europe.
Making the Schengen area even stronger.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) March 31, 2024
ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში გამართულ სამიტზე მიიღო.
ევროკომისიის განცხადებით, რუმინეთი და ბულგარეთი მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას და ხელს უწყობენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას.
ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ.