თითქმის ორი თვეა, რაც საქართველოს ბიომრავალფეროვნების უკეთ გასაცნობად თბილისის ზოოპარკის ინიციატივით, სპეციალური პროექტი მიმდინარეობს.
მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები თუ სხვა დაინტერესებული პირები იღებენ ინფორმაციას საქართველოს ველურ ბუნებაზე, ასევე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მნიშვნელობაზე, კლიმატის ცვლილებასა და საერთოდ, ადამიანის როლზე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ზოოპარკის საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი, ირმა ბოჭორიშვილი, საუბრობს.