მთავარისაქართველონიკა გვარამიას საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ნიკა გვარამიას საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმე არ განიხილა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ გადაწყვიტა, საქმე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წარადგინოს. როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის, “მთავარი არხის” დამფუძნებლისა და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიის “ახალი” ერთ-ერთი ლიდერის ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა.

მმართველი პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ქართული მართლმსაჯულების ობიექტურობა.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურია, ხოლო სტრასბურგის სასამართლო ყველა საქმეს არ იღებს წარმოებაში და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში დარღვევა ვერ დაინახა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend