მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 28 მარტს ისრაელისგან მოითხოვა, ხელმისაწვდომი გახადოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება და დაუყოვნებლივ გახსნას დამატებითი სახმელეთო გასასვლელები.
სასამართლოში განაცხადეს, რომ ღაზაში პალესტინელები უკვე არიან შიმშილის ზღვარზე.
Families in #Gaza don't have access to food to break their fasting during #Ramadan.
WFP is working with partners and local kitchens across the Gaza Strip to provide around 300,000 nutritious Iftar meals every day. pic.twitter.com/gYKvzuoAhK
— World Food Programme (@WFP) March 27, 2024
ღაზის სექტორში „ჰამასის“ მებრძოლებსა და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკებები გრძელდება.
დაძაბული ვითარებაა ასევე ისრაელსა და ლიბანის საზღვართან. 28 მარტს „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქების მიმართულებით, რამდენიმე რაკეტა გაუშვა.
დაჯგუფების წევრების თქმით, ეს საპასუხო ნაბიჯია ისრაელის მიერ 27 და 28 მარტს მათზე მიტანილ იერიშებზე, რომლებსაც, როგორც ლიბანური წყაროები აცხადებენ, 15 მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე ექიმი იყო.
ამავდროულად, შეერთებული შტატები და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნება.