მთავარიევროპარუსეთიკრემლის ამერიკელი ტუსაღები

კრემლის ამერიკელი ტუსაღები

ურალში ჩასული ჟურნალისტი, მოსკოვში ტურისტად ჩასული მეწარმე, ოჯახის მონახულების მიზნით ჩასული ორმაგი მოქალაქე – ისინი არიან ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დროს რუსეთში დააკავეს.

ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების ფონზე კრემლის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების დაკავება უფრო და უფრო ხშირი მოვლენაა.

კრემლი ამ პირების პატიმრობას საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის იყენებს, ამასთან, ამტკიცებს, რომ ყველა დაკავებული დამნაშავეა.

ყველაზე ბუნდოვანი ვითარება WALL STREET JOURNAL-ის 32 წლის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩთან დაკავშირებით არის, მას ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, თუმცა მის წინააღმდეგ რუსულ მხარეს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

სავარაუდოდ, მოსკოვს სურს ამერიკელი ჟურნალისტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვალოს. საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვაძიმ კრასიკოვი, ვლადიმერ პუტინმა გმირადაც მოიხსენია ტაკერ კარსლონთან ინტერვიუში.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის პატიმართა გაცვლის გამოცდილება როგორც შორეულ, ასევე ახლო წარსულს მოიცავს. მაგალითად, 2022 წელს ამერიკელი ქალი კალათბურთელი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის მიზეზით იყო დაკავებული, რუსი იარაღის გადამყიდველ ვიკტორ ბუტში გაცვალეს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამერიკულ ფედერალურ საპატიმროებში რუსეთის ფედერაციის 20-ამდე მოქალაქეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend