მთავარიევროპარუსეთიკრემლი მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

კრემლი მედიაზე ზეწოლას აგრძელებს

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, სასამართლო პროცესის შესახებ მომუშავე ჟურნალისტი ანტონინა კრავცოვა პატიმრობაში დატოვა. ჟურნალისტს ბრალად ედება ექსტრემისტული მასალის გავრცელება და პოპულარიზაცია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი საზოგადოებისთვის დაიხურა.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს რუსულ საპყრობილეში 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. დასავლურ ქვეყნებსა და გარდაცვლილის ოჯახში მიაჩნიათ, რომ რუსი ოპოზიციონერი მოკლეს და ამაში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სდებენ ბრალს. რუსეთის ფედერაციაში ჟურნალისტებისა და მედიის შევიწროება არ არის ახალი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული გამოცემა “ნოვაია გაზეტა” დაიხურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend