მთავარიიორდანიაისრაელის წინააღმდეგ იორდანიაში საპროტესტო აქციებია

ისრაელის წინააღმდეგ იორდანიაში საპროტესტო აქციებია

უკვე მეოთხე დღეა, იორდანიაში ისრაელის საელჩოს მახლობლად, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ.

დაახლოებით 3 000-მდე დემონსტრანტი „ჰამასს“ უცხადებს მხარდაჭერას.

ამანში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა პალესტინის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ  ეგვიპტემ გახსნას სახმელეთო საზღვარი ღაზასთან.

იორდანიის მთავრობას კი მიმართეს, გააუქმოს ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება და სახმელეთო ხიდი, რომლის მეშვეობითაც სპარსეთის ყურის ქვეყნები იორდანიის გავლით ისრაელს უკავშირდებიან.

იორდანიაში აქციის მონაწილეებმა ასევე დაგმეს იორდანიის უსაფრთხოების ძალების მიერ იმ ათობით დემონსტრანტის დაკავება, რომლებიც ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ.

იორდანიაში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრაციის დროს ისრაელის საელჩოსკენ მიმავალი ქუჩები ჟანდარმერიისა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით გადაკეტეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend